როგორ მუშაობს?

ჩვენს შესახებ

ტექსტი ჩვენს შესახებ

 
წინასიტყვაობა

ჩვენი მიზანი არ არის საზოგადოებისთვის ჭკუის დარიგება. უბრალოდ, იმ მოქალაქეების მსგავსად, რომლებსაც გააჩნიათ უამრავი მისწრაფება და ოცნება, როდესაც ვხედავთ გამაფრთხილებელ ნიშანს სიგარეტზე ან სხვა უამრავ ნიშანს, მაგ.: `არ მართოთ მანქანა ნასვამ მდგომარეობაში”, ასევე გამუდმებით გულს გვიწყალებენ ინფორმაციებით, თუ რამდენად საზიანოა ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ხშირად დავფიქრებულვართ, თუ სადაა საშველი ან მდგომარეობიდან გამოსავალი?

იცის ვინმემ, თუ სად შეიძლება მკურნალობა, გარდა სახელმწიფო პროგრამებისა?

ეს იყო შპს "დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრ"–ის (დსმც) დაარსების თავდაპირველი მიზანი, რომელიც გულისხმობს პაციენტსა და ექიმს შორის კავშირის გაადვილებას, ზუსტად ამ საქმეს ემსახურება "დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრ"–ის ვებ-გვერდი http://www.dependencefreelife.ge/
 
რეგისტრაციის უპირატესობები

ანონიმურად ექიმის მოძებნა და მკურნალობა. რეგისტრაციის დროს არ მოგეთხოვებათ სახელის ან საიდენტიფიკაციო ნომრის დაფიქსირება

• მოცემულია თქვენი დანიშნულების ისტორია;

• ექიმს უთანხმდებით შეხვედრაზე და თვალყურს ადევნებთ ექიმთან თქვენს ვიზიტებს;

• მიიღოს უახლესი ამბები „დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრ“–ის მკურნალობის ახალი საშუალებების შესახებ და ინფორმაცია „დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრ“–ის აქტიური ქალაქების შესახებ;

• დროულად ხდება ბოლოდროინდელი ამბების, მოვლენებისა და კამპანიების შესახებ ინფორმაციის განახლება;

• შეაფასეთ თქვენი ექიმი და მოგვაწოდეთ თქვენი აზრი მის შესახებ;

 
როგორ დავრეგისტრირდე

1. შედით ჩვენ ვებ-გვერდზე http://www.dependencefreelife.ge/;

2. დააკლიკეთ ღილაკს "პაციენტის რეგისტრაცია";



3. შეავსეთ "პაციენტის რეგისტრაციის" ფორმა და დააკლიკეთ ღილაკს "რეგისტრაცია"

რეგისტრაციის შემდგომი ეტაპები:

• შეამოწმეთ რეგისტრაციის დროს მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და მიჰყევით ინსტრუციას;

• თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი;